რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული თვითმფრინავი ისრაელის საჰაერო ძალების კუთვნილი F-16 ტიპის გამანადგურებლების მიერ სირიაში, ლატაკიას პროვინციაში მდებარე ობიექტებზე განხორციელებული შეტევის დროს გაუჩინარდა.
„17 სექტემბერს, „ჰმეიმიმის“ ავიაბაზაზე დაბრუნებისას, ხმელთაშუა ზღვის აკვატორიის თავზე, სირიის სანაპიროდან 35 კილომეტრში გაწყდა კავშირი Ил-20-ის ტიპის თვითმფრინავის ეკიპაჟთან. Ил-20 რადარებიდან ისრაელის საჰაერო ძალების F-16 ტიპის გამანადგურებლების შეტევის დროს გაქრა“, - განაცხადეს რუსეთის თავდაცვის უწყებაში.