42 წლის მაეზავა ტანსაცმლის გაყიდვის ვებგვერდ Zozo-ს დამფუძნებელია. ის იაპონიის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია. ჟურნალ „ფორბსის“ შეფასებით, მისი ქონება სამ მილიარდ დოლარს შეადგენს. იაპონელი ბიზნესმენის თქმით, ასეთი მოგზაურობა მისი ოცნება იყო.
როგორც ილონ მასკმა განმარტა, მთვარის ორბიტაზე ტურისტი რაკეტა Big Falcon-ით გაემგზავრება, რომლის მშენებლობა ჯერ არ დასრულებულა. ფრენა სავარაუდოდ 2023 წელს შედგება. ეს იქნება SpaceX-ის პირველი კომერციული კოსმოსური ფრენა, რომელიც სავარაუდოდ ერთ კვირას გაგრძელდება.
იუსაკე მაეზავას თქმით, მან რაკეტაზე ყველა ადგილი შეიძინა, ამიტომ მთვარის გარშემო სამოგზაუროდ ის რვა ხელოვანი ადამიანის დაპატიჟებას გეგმავს.