weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ქარიშხალ „ფლორენსს“ 35 ადამიანი ემსხვერპლა

11:45 ხუთშაბათი, 20 სექტემბერი 2018

შეერთებული შტატების სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე ქარიშხალმა „ფლორენსმა“ 35 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ჩრდილოეთ კაროლინის შტატის გუბერნატორმა როი კუპერმა ევაკუირებულ მოსახლეობას მოუწოდა, არ დაბრუნდნენ შინ სტიქიის შედეგების ლიკვიდაციამდე.

მდინარეებში წყლის დონე ძლიერი წვიმების გამო იზრდება, დატბორილია ფერმები და ქარხნები. დაზარალებულ რეგიონებში გადაკეტილია ასობით გზა, რაც სამაშველო სამუშაოებს ართულებს. ელექტრომომარაგების გარეშე 300 ათასზე მეტი სახლი დარჩა.

ვარაუდობენ, რომ მატერიალური ზარალი 22 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს.

ქარიშხალი „ფლორენსი“ სანაპიროს გასულ კვირას დაატყდა. ამ დროისთვის ის შესუსტდა და პოსტ-ტროპიკული ციკლონის კატეგორიაშია შესული

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]