აფეთქება ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, ფარიაბის პროვინციის ადმინისტრაციულ ცენტრში, პოლიციის განყოფილებასთან მოხდა. აფეთქების დროს ბავშვები განყოფილებასთან ახლოს თამაშობდნენ.
ადგილობრივი სამართალდამცავი უწყება მომხდარში თალიბანს ადანაშაულებს, თუმცა თავად რადიკალურ მოძრაობას აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერ არ აუღია. პოლიციის ინფორმაციით, თალიბანმა შემთხვევის ადგილი გასულ კვირას დანაღმა.