ახალდაბადებულ გოგონას კადიჯუ დაარქვეს. თურქი ბორტგამცილებლების მასთან გადაღებული ფოტოები „ფეისბუქში“ ავიაკომპანიის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
პილოტებმა თვითმფრინავი ბურკინა ფასოს ერთ-ერთ ქალაქში დასვეს, რათა დედასა და ახალშობილს დამატებით საჭირო სამედიცინო დახმარება მიეღოთ.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს მსგავსი შემთხვევა აფრიკაში მოხდა, როდესაც ლიბიური ავიაკომპანიის თვითმფრინავში ბიჭუნა დაიბადა.