weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ახალ ზელანდიაში ავსტრალიიდან იმპორტირებულ მარწყვში ნემსები იპოვეს

20:45 კვირა, 23 სექტემბერი 2018

ახალ ზელანდიაში სუპერმარკეტების ქსელმა Countdown-მა დახლებიდან ავტრალიური ბრენდის Choice-ის მარწყვი აიღო. BBC-ის ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც მარწყვში ნემსები იპოვეს.

ნემსები ქალაქ ოკლენდში მდებარე სუპერმარკეტში ნაყიდ მარწყვში იყო. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

დაახლოებით ერთი კვირის წინ ავსტრალიაში გაყიდვიდან მარწვის ამოღება დაიწყეს, მას შემდეგ, რაც დადასტურდა, რომ მომხმარებლები მასში ნემსებს პოულობდნენ. ქუინსლენდის შტატში, სადაც მარწყვის ფერმებია, ხელისუფლებამ ამ ფაქტთან დაკავშირებით ცნობების სანაცვლოდ ჯილდო - 100 ათასი ავსტრალიური დოლარი დააწესა; გარდა ამისა, ხილის ფალსიფიკაციისთვის სასჯელი გაამკაცრა: აღნიშნული დანაშაული 10 წლის ნაცვლად, 15 წლამდე პატიმრობით დაისჯება.

BBC-ის ცნობით, მწარმოებლებს ტონობით არასასურველი მარწყვის გადაყრა მოუწიათ. ისინი შიშობენ, რომ ნემსებთან დაკავშირებული სკანდალით, რომელიც წარმოების პიკურ პერიოდს დაემთხვა, მრავალმილიონიან ინდუსტრიას სერიოზული ზიანი მიადგება. მარწყვის ფასი დასავლეთ ავსტრალიაში უკვე დაეცა, Countdown-მა და კიდევ ერთმა მსხვილმა ზელანდიურმა კომპანია Foodstuffs-მა კი ავსტრალიიდან მარწყვის იმპორტზე უარი თქვეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]