weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

უკრაინა მალე მიიღებს ავტოკეფალიას, რადგან ეს მისი უფლებაა – მსოფლიო პატრიარქი

01:12 ორშაბათი, 24 სექტემბერი 2018

მსოფლიო პატრიარქმა ბართლომე პირველმა სტამბოლში, წმინდა მოწამე ფოკას ტაძარში განაცხადა, რომ უკრაინა ავტოკეფალიას მიიღებს, რადგან ეს მისი უფლებაა.

„ჩეხეთისა და სლოვაკეთის ეკლესია უახლესი ავტოკეფალური ეკლესიაა, რომელსაც მსოფლიო საპატრიარქომ ავტოკეფალია 1998 წელს მიანიჭა.

ახლა უკრაინის ჯერია, რომელიც ავტოკეფალიის სტატუსს მალე მიიღებს, იმედი მაქვს, მიუხედავად წინააღმდეგობისა, ეს ასე იქნება, რადგან ეს მისი უფლებაა. ჩვენ არ გვეშინია მუქარის.

როგორც ცოტა ხნის წინ ვთქვი, მსოფლიო საპატრიარქოს საფრთხე არ ემუქრება. ჩვენ ვიცავთ, პატივს ვცემთ მსოფლიო კრებებზე მიღებულ კანონებს და კონსტანტინოპოლის ეკლესიისთვის მინიჭებულ პრივილეგიებს. განვახორციელებთ მათ უკრაინის და სხვა ქვეყნების შემთხვევაში“, - განაცხადა მსოფლიო პატრიარქმა.

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ბართლომე პირველს მხარდაჭრისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია კონსტანტინოპოლის დედა ეკლესიის მხარდაჭერა. მილიონობით მართლმადიდებელ უკრაინელთან ერთად ვლოცულობ, რომ უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალია მიენიჭოს.

ვაკეთებ და გავაკეთებ ყველაფერს, რაც ჩემზეა დამოკიდებული“, - დაწერა პოროშენკომ სოციალურ ქსელში.

პეტრო პოროშენკომ კონსტანტინოპოლის არქიეპისკოპოსს, მსოფლიო პატრიარქ ბართლომე პირველს აპრილში მიმართა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების და რუსეთის საპატრიარქოსგან გამოყოფის თაობაზე. სექტემბერში ცნობილი გახდა, რომ ბართლომე პირველმა ამ საკითხს მხარი დაუჭირა. პასუხად რუსეთის საპატრიარქომ განაცხადა, რომ პატრიარქი კირილი კონსტანტინოპოლის პატრიარქს ღვთისმსახურების დროს აღარ მოიხსენიებს.

998 წლიდან 1686 წლამდე უკრაინის გაერთიანებული ავტოკეფალიური ეკლესია კონსტანტინოპოლს ექვემდებარებოდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]