weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ლიბიის დედაქალაქში შეტაკებებს 120-მდე ადამიანი ემსხვერპლა

17:38 ორშაბათი, 24 სექტემბერი 2018

ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლიში შეტაკებების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 120-მდე გაიზარდა. შეიარაღებული დაპირისპირებისას 560-მდე ადამიანი დაშავდა. შეტაკებების დროს საცხოვრებელი რაიონები საარტილერიო ცეცხლის ქვეშ მოექცა.

შეიარაღებულ დაჯგუფებებს შორის დაპირისპირება 26 აგვისტოს დაიწყო. ერთმანეთს ქალაქ ტარჰუნას მოსახლეობისგან დაკომპლექტებული ე.წ. მეშვიდე ქვეითი ბრიგადა და სამხედრო დაჯგუფება „ტრიპოლის რევოლუციონერები“ ებრძვიან.

„მეშვიდე ქვეითი ბრიგადა“ საკუთარ თავს ლიბიის ეროვნული თანხმობის მთავრობის თავდაცვის სამინისტროს უკავშირებს, „ტრიპოლის რევოლუციონერები“ კი ფორმალურად შინაგან საქმეთა სამინისტროს შემადგენლობაში შედიან.

„მეშვიდე ქვეითი ბრიგადის“ წევრები ამბობენ, რომ ტრიპოლიში მყოფი მოწინააღმდეგე ძალაუფლებას ბოროტად იყენებს და კორუფციაშია ჩართული.

2011 წელს მუამარ კადაფის ჩამოგდების შემდეგ ლიბია კრიზისშია - ქვეყანაში ორხელისუფლებიანობაა: ლიბიის დასავლეთს, დედაქალაქი ტრიპოლის ჩათვლით, გაერო-სა და ევროკავშირის მხარდაჭერილი ეროვნული თანხმობის მთავრობა მართავს, აღმოსავლეთს კი - ქალაქ ტობრუკში საკუთარი პარლამენტი აქვს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]