weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

18 წლის ბიჭმა 49 დღე ოკეანეში ხის ტივზე გაატარა

14:52 სამშაბათი, 25 სექტემბერი 2018

ინდონეზიელმა 18 წლის ალდი ნოველ ადილანგმა 49 დღე ზღვაში ხის ტივზე გაატარა. 14 ივლისს იგი ძლიერმა ქარმა ინდონეზიის კუნძულ სულავესის სანაპიროსთან ახლოს, მანადოს ყურედან მეთევზეების ნავით ღია ზღვაში გაიტაცა.

როგორც გადარჩენილი ახალგაზრდა იხსენებს, მას თან ცოტა საკვები ჰქონდა, ამიტომ ზღვაში ყოფნის დროს ის თევზს იჭერდა და ნაფოტებისგან ტივზე დანთებულ კოცონზე წვავდა.

31 აგვისტოს ადილანგი პანამის დროშის ქვეშ მცურავმა სატვირთო გემის ეკიპაჟმა შენიშნა. ამ დროს ახალგაზრდა გუამის სანაპირო წყლებში, მშობლიურ კუნძულ სულავესიდან ათასობით მილის მოშორებით იმყოფებოდა. ხომალდმა ახალგაზრდა 6 სექტემბერს იაპონიაში ჩაიყვანა და ოსაკაში მდებარე ინდონეზიის საკონსულოს თანამშრომლებს გადასცა. მალევე ადილანგი თვითმფრინავით ინდონეზიაში გაამგზავრეს, სადაც მას ოჯახის წევრები დახვდნენ. ახალგაზრდა თავს კარგად გრძნობს.

მოზარდი იხსენებს, რომ მას ათზე მეტმა გემმა ჩაუარა, თუმცა ეკიპაჟის წევრებმა ის ვერ შეამჩნიეს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]