როგორც პოლიციის წარმომადგენელმა სააგენტო „როიტერს“ განუცხადა, აფეთქება პოლიციის შენობის ავტოგარაჟთან მოხდა, რამაც შენობის სახურავის ჩამონგრევა გამოიწვია. აფეთქების მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია. შეგახსენებთ, რომ დიარბაქირი თურქეთის ქურთისტანის ცენტრს წარმოადგენს და უმეტესად ეთნიკური ქურთებით დასახლებული ქალაქია.
აღსანიშნავია, რომ აფეთქება თურქეთში დაგეგმილ რეფერენდუმამდე რამდენიმე დღით ადრე განხორციელდა. რეფერენდუმი, რომელიც მიზნად ისახავს თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანისთვის უფლებამოსილების გაფართოებას, 16 აპრილს უნდა გაიმართოს.