ბენ სტენსოლი - ოვერტონი, უელსი: დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი უელსელი ფერმერის ოჯახში კონსერვატიული პარტიის წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ვიზიტისას.
ნილ ჰოლი - ლონდონი, ინგლისი: ახალგაზრდა ქალს ყვავილი ტერაქტის მსხვერპლის საპატივსაცემოდ მიაქვს.
დელილ სულეიმანი - რაქა, სირია: სირიის დემოკრატიული ძალების წევრი ქალები „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ერთობლივ ბრძოლაში ქურთ მებრძოლებს უერთდებიან.
ომირ ვაჰაბზადე - თეირანი, ირანი: პარლამენტის შენობაში განხორციელებული თავდასხმის შემდეგ მამაკაცს მცირეწლოვან ბავშვი სპეცრაზმელისგან ხელში აჰყავს.
ათეფ საფადი - იერუსალიმი, ისრაელი: გოდების კედელთან მლოცველი ქალი.
მოჰამედ ტოროკმანი - რამალა, დასავლეთ სანაპირო/პალესტინა: პალესტინელები დამცავ მესერზე გადაძრომას ცდილობენ, რათა რამადანისას იერუსალიმის ალ-აყსას მეჩეთში ლოცვას დაესწრონ.
ედ ჯოუნსი - ფხენიანი, ჩრდილოეთ კორეა: გოგონები ბავშვთა კავშირის ფონდის დღეზე გამოსასვლელად ემზადებიან.
როჯერ ბოსხი - კეიპ ტაუნი, სამხრეთ აფრიკა: ქვეყნის აღმოსავლეთ სანაპიროზე ატეხილი ინტენსიური შტორმისას წარმოქმნილი ზღვის ტალღების ქაფი.
კარლოს ბარია - ტეხასი, აშშ: სასაზღვრე პატრულის თანამშრომელი მდინარე რიო გრანდესთან ტერიტორიას ათვალიერებს.
ხუან ბარეტო - კარაკასი, ვენესუელა: პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ გამართულ დემონსტრაციაზე ოპოზიციონერი აქტივისტები პოლიციის წინააღმდეგ შეტაკებისას.