weather cur horoscope tv
დეკემბერი 25, 2024

ჰოლანდიაში მასშტაბური ტერაქტები აღკვეთეს

14:12 პარასკევი, 28 სექტემბერი 2018

ნიდერლანდების ხელისუფლებამ განაცხადა, რომ აღკვეთილია მასშტაბური ტერაქტი. პოლიციამ ტერაქტების სერიის მომზადებაში ეჭვმიტანილი 7 პირი დააკავა.

სპეცოპერაციაში, რომელიც არნემსა და ვერტში ჩატარდა, 400-მდე პოლიციელი მონაწილეობდა. ტერორისტთა ჯგუფის ხელმძღვანელად მიჩნეულია ქალაქ არნემში მცხოვრები 34 წლის ერაყელი, რომელიც შარშან „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირის გამო  გაასამართლეს.

პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებულები აპირებდნენ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისა და თვითმკვლელის ქამრების გამოყენებას და მიზნად ისახავდნენ, რაც შეიძლება მეტი ადამიანის დახოცვას.

ნიდერლანდების უსაფრთხოებისა და იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, ტერაქტების სერიის აღკვეთისა და ეჭვმიტანილთა დაკავების მიუხედავად, თავდასხმების საფრთხე ჯერ კიდევ არსებობს, ამიტომ ტერორისტული საფრთხის დონე მაქსიმალური ხუთიდან მეოთხე დონემდე გაზარდეს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]