weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ბელგიის თავდაცვის სამინისტრო Google-ს უჩივის

14:43 პარასკევი, 28 სექტემბერი 2018

ბელგიის თავდაცვის სამინისტრო კომპანია „გუგლს“ უჩივის, რისი მიზეზიც „გუგლის“ კარტოგრაფიულ სერვის Google Maps-ში ბელგიის სამხედრო ბაზების აღრიცხვაა.

როგორც ბელგიის სამეფოს ოფიციალური პირები აცხადებენ, პროგრამიდან სამხედრო ინფრასტრუქტურის ამოშლის თხოვნით კორპორაციას უკვე მიმართეს, თუმცა Google-ში უარი განაცხადეს.

Google Maps-ში აღრიცხულია ბელგიის პროვინცია ლიმბურგში არსებული კლაინე ბროგელის სამხედრო საჰაერო ძალების ბაზა, ნამურის პროვინციაში მდებარე ფლორენის საჰაერო ბაზა, ატომური ელექტროსადგური და ანტვერპენის პორტში მდებარე ნავთობის ობიექტები. ბელგიის თავდაცვის სამინისტრო მიიჩნევს, რომ უსაფრთხოების მიზნით, აღნიშნული ობიექტები „გუგლის“ სერვისიდან უნდა ამოიშალოს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]