weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ქალაქ კიოლნში ერდოღანმა ევროპის ერთ-ერთი ყველზე დიდი მეჩეთი გახსნა

16:20 კვირა, 30 სექტემბერი 2018

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გერმანიაში ვიზიტი ქალაქ კიოლნში დაასრულა, სადაც ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მეჩეთი გახსნა. ერდოღნმა განაცხადა, რომ აღნიშნული მეჩეთი მშვიდობის სიმბოლოა. მან გერმანიის მთავრობას მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ პროტესტის მიუხედავად, მეჩეთის მშენებლობა არ შეაჩერა.

„კრიტიკულ პერიოდში ძალიან ნაყოფიერი და წარმატებული ვიზიტი გვქონდა გერმანიაში. გვერდზე უნდა გადავდოთ ჩვენი განსხვავებები და ფოკუსი საერთო ინტერესებზე გავაკეთოთ“, - განაცხადა ერდოღანმა.

კიოლნში თურქეთის პრეზიდენტი ჩრდილოეთ რაინ ვესტფალიის მიწის პრემიერს არმინ ლაშეტს შეხვდა, თუმცა ლაშეტმა, ისევე როგორც კიოლნის მერმა, მეჩეთის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობის მიღებაზე უარი თქვა. ერდოღანის ვიზიტის დროს ქალაქში უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად იყო გამკაცრებული.

კიოლნის მცხოვრებლების ნაწილმა გერმანიაში რეჯეფ თაიფ ერდოღანის ვიზიტი გააპროტესტა. 

გერმანიაში სამ მილიონზე მეტი თურქი ცხოვრობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]