ქალაქის მერმა ივან პრიხოდკომ სოციალური მედიით გაავრცელა ცნობა, რომლის თანახმადაც 13-15 წლის ბავშვები სეირნობის დროს სათამაშოდ შევიდნენ მიტოვებულ სახლში, რომელიც დანაღმული აღმოჩნდა.
„ჩვენ გამუდმებით ვაწყდებით ნაღმების პრობლემას, რაც კიდევ კარგა ხანს გაგრძელდება“, - აცხადებს პრიხოდკო.
გორლოვკა უკრაინელი სეპარატისტებისა და სამთავრობო ჯარების დაპირისპირების ფრონტის სიახლოვეს მდებარეობს. შეიარაღებული კონფლიქტი მოსკოვის მიერ მხარადაჭერილ სეპარატისტებსა და უკრაინის სამთავრობო ჯარებს შორის აღმოსავლეთ უკრაინაში 2014 წლის ზაფხულიდან გრძელდება. ამ ხნის განმავლობაში საბრძოლო მოქმედებების შედეგად 10 300 ადამიანი დაიღუპა.