weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

დემოკრატია მედიასთან ერთად შეუძლებელია – ერდოღანი

01:19 ხუთშაბათი, 04 ოქტომბერი 2018

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, მედიასთან ერთად დემოკრატიის არსებობა შეუძლებელია. მისი თქმით, აშშ-სა და გემანიაში ვიზიტებმა აჩვენა, რომ დღესდღეობით ყველაზე ძლიერ სახელმწიფოებსაც კი მართავენ არა ლიდერები, არამედ მასობრივი ინფორმაციის საშუალებები.

„ყოველ ჯერზე, როდესაც მათთან ვსაუბრობდი, ისინი ამბობდნენ: ჩვენი მედია ამას ამბობს, ჩვენი მედია იმას წერს. მე კი მათ ვუთხარი - უბრალოდ დაივიწყეთ მედია და მითხარით, თქვენი ხალხი რას ამბობს. მთავარია ხალხი როგორ გვაფასებს. დემოკრატია არსებობს, თუკი არის ხალხი. დემოკრატია შეუძლებელია მედიასთან ერთად. კარგ პოლიტიკოსს არ შეუძლია ჯანსაღი პოლიტიკის გატარება, თუკი მედიის ეშინია“, – განაცხადა ერდოღანმა.

Hurriyet Daily News-ის ინფორმაციით, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დასავლურ მედიაში თურქეთის შესახებ ბევრი არასწორი ინფორმაცია ვრცელდება. მან თურქ მეცნიერებს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ მთავრობას უცხოური მედიის მიერ წარმოებულ კამპანიასთან ბრძოლაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]