„ყოველ ჯერზე, როდესაც მათთან ვსაუბრობდი, ისინი ამბობდნენ: ჩვენი მედია ამას ამბობს, ჩვენი მედია იმას წერს. მე კი მათ ვუთხარი - უბრალოდ დაივიწყეთ მედია და მითხარით, თქვენი ხალხი რას ამბობს. მთავარია ხალხი როგორ გვაფასებს. დემოკრატია არსებობს, თუკი არის ხალხი. დემოკრატია შეუძლებელია მედიასთან ერთად. კარგ პოლიტიკოსს არ შეუძლია ჯანსაღი პოლიტიკის გატარება, თუკი მედიის ეშინია“, – განაცხადა ერდოღანმა.
Hurriyet Daily News-ის ინფორმაციით, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დასავლურ მედიაში თურქეთის შესახებ ბევრი არასწორი ინფორმაცია ვრცელდება. მან თურქ მეცნიერებს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ მთავრობას უცხოური მედიის მიერ წარმოებულ კამპანიასთან ბრძოლაში.