weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ინტერპოლის პრეზიდენტი სავარაუდოდ ჩინეთში დაიკარგა

17:37 პარასკევი, 05 ოქტომბერი 2018

საფრანგეთის პოლიციამ ინტერპოლის პრეზიდენტის გაუჩინარებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. უცხოური მედიის ინფორმაციით, მენ ჰუნვეი, ჩინეთის მთავრობის მინისტრი, მას შემდეგ დაიკარგა, რაც გასულ კვირაში სამშობლოში გაემგზავრა.

64 წლის მენ ჰუნვეი საფრანგეთის ქალაქ ლიონში, სადაც ინტერპოლის შტაბ-ბინაა, ცოლთან და შვილებთან ერთად ცხოვრობს. 29 სექტემბრის შემდეგ ოჯახი მასთან დაკავშირებას ვერ ახერხებს.

ინტერპოლის განცხადებით, ეს საკითხი ეხება როგორც საფრანგეთის, ისე ჩინეთის შესაბამის ორგანოებს. უწყებაში დამატებით კომენტარს არ აკეთებენ.

მენ ჰუნვეი ინტერპოლის პრეზიდენტად 2016 წლის ნოემბერში აირჩიეს და თანამდებობაზე ყოფნის ვადა 2020 წელს ეწურება. ამავე დროს, ის ჩინეთის უსაფრთხოების მინისტრის თანამდებობასაც იკავებს. მანამდე ის ტერორიზმთან ბრძოლის სამსახურის უფროსი იყო.

ინტერპოლი, ანუ კრიმინალური პოლიციის საერთაშორისო ორგანიზაცია, 1923 წელს დაარსდა და სხვადასხვა ქვეყნებს სისხლის სამართლის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში ეხმარება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]