შეერთებულ შტატებში არსებულმა ჯანსაღი კვების რესტორნების ქსელმა Sweegreen, თვალსაჩინო ფოტოების სერია გამოაქვეყნა, სადაც ის რაციონებია ნაჩვენები, რომლებსაც სხვადასხვა ქვეყნის სკოლებში მოსწავლეები შესვენებისას ლანჩზე მიირთმევენ.
აშშ - პიურე, შემწვარი ქათმის ხორცი, ბარდა, ორცხობილა და ფრეში.
ბრაზილია - ღორის ხორცი სალათით, ბოსტნეულის სალათი, ლობიო ბრინჯით, პური და შემწვარი ბანანი „პანტანი“.
ფინეთი - ბარდის სუპი, სტაფილო, ჭარხალი, პური, ნამცხვარი „პანაკაუ“ და კენკროვანი ხილი.
ესპანეთი - წვნიანი „გასპაჩო“, კრევეტები ბრინჯით, ბოსტნეული, პური და ფორთოხალი.
საფრანგეთი - სტეიკი, სტაფილო, მწვანე ლობიო, ყველი და ხილი.
იტალია - ადგილობრივი შეწვარი თევზი რუკოლასთან ერთად, ბაგეტი, მაკარონი პასტა, სალათი „კაპრეზე“ და ყურძენი.
საბერძნეთი - მოხარშული ქათმის ხორცი „ორძოსთან“ ერთად, ვაზის ფოთლის ტოლმა, კიტრი-პომიდვრის სალათი, ბერძნული მაწონი ბროწეულით და ფორთოხალი.
უკრაინა - „ბორშჩი“, პიურე სოსისით, კომბოსტოს სალათი და ნამცხვარი „სირნიკი“.
სამხრეთ კორეა - თევზის სუპი, ყველის მსგავსი რძის ნაწარმი „ტოფუ“ ბრინჯით, ტრადიციული კერძი „კიმჩხი“ და ბოსტნეული.
მსგავსი სტატია:
რას მიირთმევს ხალხი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კინოთეატრებში