როგორც ცნობილია, სამგზავრო ავტობუსი რეისს დედაქალაქ ნაირობიდან ქალაქ კისუმუს მიმართულებით ახორციელებდა. ავტომაგისტრალის ერთ-ერთ მონაკვეთში, დაღმართზე ჩასვლის დრო მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ტრანსპორტი 20 მეტრის სიმაღლის ხრამში გადავარდა.
შემთხვევის ადგილზე ახლა სამაშველო სამსახურის თანამშრომლები არიან მობილიზებულნი. ისინი აცხადებენ, რომ მსხვერპლის რიცხვი შესაძლოა კიდევ გაიზარდოს, რადგან ხრამში გადაჩეხილი ავტობუსიდან ყველა მგზავრი ჯერ კიდევ არ გამოუყვანიათ.