weather cur horoscope tv
მაისი 15, 2024

ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 98-ე კილომეტრეზე, სოფელ დიზთან კლდეზვავი ჩამოვიდა, რის გამოც ყველა სახის ტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია.

ჟურნალისტი, გადაცემა „პროფილის“ ავტორი და წამყვანი მაია ასათიანი, შემოქმედებით ჯგუფთან ერთად, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს ტოვებს. „პროფილის“ გარდა, ამ ტელეარხის ეთერში აღარ გავა გადაცემა „შორენას ეფექტი“.

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, თუ ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პოლიტიკურ სცენაზე გამოვა, ის „ქართული ოცნების“ რეალური ოპოზიცია იქნება.

თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა თქვა, რა სამუშაოების ჩატარება იგეგმება მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარედ არსებულ მეწყრულ ზონაში. მისი განცხადებით, ძირითად, პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით უცხოელი ექსპერტების და მერიის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფის…

სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, მთავრობას ხორბლის ფქვილის სუბსიდირების პროგრამის კიდევ სამი თვით გაგრძელების თაობაზე მიმართავს. დღეს დავითაშვილი პურის მწარმოებლებს, ხორბლისა და ფქვილის იმპორტიორებს შეხვდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ აბსურდია.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სენატში გამართულ მოსმენას გამოეხმაურა და თქვა, რომ ხელისუფლება მზად არის, ყველა გამოთქმული რეკომენდაცია გაითვალისწინოს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ოპოზიციას დარჩა ორი არჩევანი – შევიდეს პარლამენტში ან გააგრძელოს „დესტრუქციული პოლიტიკა“.

პარლამენტში დარეგისტრირდა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომლის მიხედვითაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერი 5%-ის ნაცვლად 3% იქნება. კიდევ ერთი ცვლილების თანახმად, 2020 და 2024 წლის მოწვევის პარლამენტებში ფრაქციის ფორმირება არა…

ჭყონდიდის ეპარქიამ ბალდის მამათა მონასტერში გუშინ მომხდარი ინციდენტის ვიდეოჩანაწერი გამოაქვეყნა. ეპარქიის ახლად დანიშნულ მმართველს, მიტროპოლიტ სტეფანეს (კალაიჯიშვილი) მეუფე პეტრეს (ცაავა) მომხრე სასულიერო პირები და მრევლის წევრები სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]