weather cur horoscope tv
აპრილი 29, 2024

სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციისას დაღუპული სპეცრაზმელი ვახტანგ გორგასლის ორდენით დაჯილდოვდა

17:47 კვირა, 09 დეკემბერი 2018
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია

თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, 2017 წლის 21-22 ნოემბერს ჩატარებული კონტრტერორისტული სპეცოპერაციისას დაღუპული სპეცრაზმელი ივანე გოლაშვილი ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ივანე გოლაშვილის მეუღლეს, თამუნა ხელაიას და შვილებს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროს ვახტანგ გომელაურთან ერთად უმასპინძლა. დაღუპულ კაპიტანს 9 დეკემბერს 43 წელი შეუსრულდებოდა.

„ვანო გოლაშვილი სიმამაცისა და თავდადების სიმბოლოა. როგორც თქვენი ოჯახი, ისევე, როგორც მარიამი და გიორგი მთელი ცხოვრება იამაყებენ მამის გმირობით, ასევე ამაყობს თითოეული ქართველი. სწორედ ვანოსნაირ ადამიანებზე დგას ქართული სახელმწიფო“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

სამშობლოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისთვის, ტერორიზმთან ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის, გამოჩენილი მამაცობისა და თავდადებისთვის ივანე გოლაშვილი პრეზიდენტს ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენზე მთავრობის მეთაურმა პრეზიდენტს 2018 წლის პირველ აგვისტოს წარუდგინა.

სპეცრაზმელი ივანე გოლაშვილი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობისთვის, გარდაცვალების შემდეგ ასევე დაჯილდოებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მედლით - „მამაცობისთვის“.

2017 წლის 21-22 ნოემბერს ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, საერთაშორისო ტერორისტთა სიაში შეყვანილი ახმედ ჩატაევის და მისი დანაშაულებრივი ჯგუფის ორი წევრის - რუსეთის მოქალაქე იბრაგიმ ადაშევის და ასლანბეგ სოლტახმადოვის ლიკვიდაცია მოხდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა რუსეთის მოქალაქე შოაიფ ბორზიევი, რომელსაც თბილისის საქალაქო სასამართლომ 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

სუს-ის განცხადებით, ახმედ ჩატაევი და მისი თანამზრახველები ტერორისტული აქტების განხორციელებას გეგმავდნენ საქართველოსა და თურქეთში. უწყების ინფორმაციით, მათ მიზანს დიპლომატიურ მისიებზე თავდასხმები წარმოადგენდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]