weather cur horoscope tv
აპრილი 29, 2024

საზოგადოება

2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 497 345 შეადგენს. ამომრჩეველთა ერთიანი სია ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გაჟონილი ფაილების შესახებ ისაუბრა. მან ტელევიზიები გააკრიტიკა გავრცელებულ ფაილებთან დაკავშირებული საკითხების გაშუქების გამო.

საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით, საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 65% ვაქცინირებულია.

საქართველოში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ჩატარებული 34 331 ტესტის შედეგად, კორონავირუსი 1597 ადამიანს დაუდასტურდა. ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 1189 პირი, 38 კი გარდაიცვალა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესით უკმაყოფილოა. მისი თქმით, 16 სექტემბრიდან ქვეყანაში აცრის მაჩვენებელი თანდათან იკლებს. „აგვისტო გვქონდა კარგი, დღეში 23 000 აცრა გვქონდა.…

თუშეთში მდებარე კესელოს ციხე-სოფლის კომპლექსის 4-სართულიანი კოშკი ჩამოინგრა. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ნგრევა სავარაუდოდ ძლიერმა წვიმებმა გამოიწვია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

„დადებითობის მაჩვენებელი რეგიონების მიხედვით არაერთგვაროვანია, თუმცა ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს განათლების სამინისტროსთან ერთად. ჩვენ თითქმის დარწმუნებული ვართ, რომ სწავლა დათქმულ დროს დაიწყება“, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.

საგარეჯოში ვენახები დაისეტყვა

პარასკევი, 24 სექტემბერი 2021 15:27

საგარეჯოში, სოფელ ხაშმში ძლიერმა სეტყვამ მევენახეები დააზარალა. მუნიციპალიტეტის მერის, გიორგი ერბოწონაშვილის ინფორმაციით, დასეტყვილია 6-დან 8 ჰექტარამდე ვენახები. როგორც ერბოწონაშვილმა „რეგინფოს“ განუცხადა, დასეტყვილ ყურძენს სახელმწიფო ჩაიბარებს.

თვითიზოლაციაში მყოფმა ამომრჩევლებმა, 2 ოქტომბრის არჩევნებში გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის მოთხოვნით ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 25-დან 27 სექტემბრის ჩათვლით უნდა მიმართონ.

თბილისში, კორონავირუსით 26 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია „რეგინფოს“ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში დაუდასტურეს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]