weather cur horoscope tv
მაისი 14, 2024

საზოგადოება

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ჩატარებული 31 532 ტესტის შედეგად, საქართველოში კორონავირუსის 2039 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 2192 ადამიანი, 56 კი გარდაიცვალა.

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ქალზე ძალადობასა და მუქარაში ბრალდებულ ფოთის საპატრულო პოლიციის უფროსს, თორნიკე იზორიას აღკვეთის ღონისძიების სახით 3000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა. ამის შესახებ ინფორმაცია „რეგინფოს“ ბრალდებულის ადვოკატმა, სოსო ჯალაღონიამ…

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გორსა და ხაშურში, ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ბრალდებით 11 პირი დააკავეს. გარდა ამისა, შსს-ს ცნობით, ამავე დანაშაულებისთვის…

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ გმობს ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ოპერატორის, ლევან აბლოთიას და ჟურნალისტის, ბექა ყორშიას მიმართ გამოვლენილ ძალადობას. კოალიცია ქარელში, „ქართული ოცნების“ ოფისში მომხდარ შემთხვევაზე განცხადებას ავრცელებს.

ნამახვანჰესის მშენებლობის ნებართვას, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს სსიპ „ტექნიკური და ზედამხედველობის სააგენტომ“ 2020 წლის 22 აპრილს გასცა, თბილისის საქალაქო სასამართლოში ასაჩივრებენ. არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მიერ მომზადებული სარჩელის მიხედვით, სააგენტომ…

ქარელში, „ქართული ოცნების“ ოფისში დაშავებული ოპერატორი, „მთავარი არხის“ თანამშრომელი ლევან აბლოთია კლინიკიდან გაწერეს. როგორც „ნიუ ჰოსპიტალსის“ წარმომადგენელმა მედიასთან განაცხადა, მას ზედაპირული ტრავმები დაუდგინდა.

თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო და რეანიმაციაში იმყოფებოდა. ექიმის ინფორმაციით, პაციენტს მუცლის, გულ-მკერდისა და ზურგის არეში სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული მრავლობითი ჭრილობები…

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ინფორმაციით, ქარელში, იმ შენობის მეორე სართულიდან, სადაც „ქართული ოცნების“ ოფისია განთავსებული, არხის ოპერატორი, ლევან აბლოთია გადმოაგდეს. დაშავებული ქარელის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში, 2021 წლის იანვარ-ივნისში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 21 839 ბავშვი შეადგინა. ამავე პერიოდში ქვეყანაში გარდაიცვალა 25 821 ადამიანი.

დღეს, 15 სექტემბერს, სკოლებში ახალი სასწავლო წელი დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში დაიწყო. განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თავის მიმართვაში აღნიშნა, რომ დისტანციური სწავლება დროებითია და იმისთვის, რომ თითოეული მოსწავლე დაუბრუნდეს ბუნებრივ სასკოლო…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]