weather cur horoscope tv
მაისი 14, 2024

საზოგადოება

ინტერნეტში გავრცელებული, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ფარული ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ, მანანა კობახიძემ სასამართლოში პრეზერვატივების ბრენდ „აიისას“ საქმის არსებითი განხილვის დაწყების შემდეგ, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძეს კონსულტაცია გაუწია.

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ჟურნალისტი, ტელეწამყვანი ეკა კვესიტაძე პროკურატურაში განცხადების შეტანას აპირებს. ჟურნალისტმა საკუთარი თავი აღმოაჩინა 13 სექტემბერს ინტერნეტში გავრცელებულ, სავარაუდოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, უკანონო მოსმენებისა და თვალთვალის შედეგად, შედგენილ ანგარიშებში.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ჩატარებული 32 207 ტესტის შედეგად, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2515 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 2829 ინფიცირებული, 60 კი გარდაიცვალა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ (GDI) განცხადებით, სხვადასხვა ტელეკომპანიის ეთერში გავრცელებულმა ინფორმაციამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ სასულიერო პირების, ჟურნალისტების, მასწავლებლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების სავარაუდო უკანონო ფარული თვალთვალისა და მიყურადების…

ინტერნეტში, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გაჟონილი მასალების გავრცელებას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გამოეხმაურა და დროული გამოძიების ჩატარების საჭიროებას გაუსვა ხაზი.

საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას შეფასებით, ძალიან მაღალია ალბათობა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ უკანონო მოსმენები და პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის შეგროვება ხდება.

„სამწუხაროდ, აცრის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი გვაქვს სტუდენტებში. 138 ათასამდე სტუდენტია საქართველოში. ესენი არიან ბაკალავრები, მაგისტრები, დოქტორანტები და სრულად აცრილების საშუალო მაჩვენებელი გვაქვს 17%, რაც დაბალია“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული…

საქართველოს საჯარო სკოლების მთლიანი პერსონალის 55% კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზით არის აცრილი, ხოლო სრულად აცრილია – 33%. ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული…

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა, რომ კორონავირუსზე ტესტირების მხრივ არაფერი შეცვლილა და მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული პირებისთვის ტესტის ჩატარება კვლავ უფასოა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ განცხადებით, საქართველოს იუსტიციის სამინიტროს მიერ ნამახვანჰესის ხელშეკრულების ხელახალი შეფასებისთვის შერჩეული საერთაშორიო იურიდიული ფირმის „CMS Cameron McKenna Nabarro Olswang LLP“-ის ადგილობრივი კონსულტანტი იუსტიციის მინისტრის მოქმედ პირველ…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]