weather cur horoscope tv
აპრილი 28, 2024

საზოგადოება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ 60 წლის ზემოთ მოქალაქეების აქტივობა ძალიან დაბალია, ამ ჯგუფში ავადობისა და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი კი მაღალია. მინისტრის თქმით, 60 წელს…

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, „წითელი ჯვარი“ საქართველოს კორონავირუსის საწინააღმდეგო „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათას დოზას საჩუქრად გადასცემს და ორშაბათიდან, 13 სექტემბრიდან ამ ვაქცინით აცრის პროცესი განახლდება.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ჩატარებული 29 449 ტესტის შედეგად, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2571 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 3668 ადამიანი, 60 კი გარდაიცვალა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადებით, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუმჯობესების ტენდენციიდან გამომდინარე, მაღალი ალბათობით, ქვეყნის მასშტაბით, სკოლების დიდ ნაწილში 4 ოქტომბრიდან სწავლა საკლასო ოთახებში გაგრძელდება.

საქართველოს ეროვნული ლატარია (Lotto.ge) ვაქცინაციის წამახალისებელ გათამაშებას 13 სექტემბრიდან ჩაატარებს. კომპანიის განმარტებით, ყველა, ვინც ერთხელ მაინც არის აცრილი ან აიცრება, ფულის მოგების შესაძლებლობას მიიღებს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მაღალმთიან რაიონებსა და სოფლებში მდებარე დაახლოებით 332 სკოლაში ოქტომბრიდან სწავლა საკლასო ოთახებში განახლდება.

მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობაზე 14 აგვისტოდან მოქმედი შეზღუდვა ორშაბათიდან, 13 სექტემბრიდან მოიხსნება.

13 სექტემბრიდან, ორშაბათიდან, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარია დაიწყება. ამის შესახებ გადაწყვეტილება მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს და ვაქცინაციის სავალდებულოობის შემოღების აუცილებლობა არ არსებობს.

თბილისში, ლაგოდეხში, მარნეულში, რუსთავსა და ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 21 პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულთა შორის ნარკორეალიზატორებიც არიან და ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]