weather cur horoscope tv
მაისი 06, 2024

საზოგადოება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორს, ამირან გამყრელიძეს PCR ტესტით კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ ინფორმაცია „რეგინფოს“ ცენტრში დაუდასტურეს.

აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (E60) ქუთაისის შემოვლითი გზის დამატებით 12-კილომეტრიან ახალ ორ ზოლზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

ბოლო 24 საათში, საქართველოს მასშტაბით კორონავირუსზე 13 451 ტესტი ჩატარდა, რის შედეგადაც ვირუსით ინფიცირების 2012 ახალი შემთხვევა დადასტურდა. დღე ღამის განმავლობაში ინფექციას კიდევ 25 ადამიანი ემსხვერპლა, 2638 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 1985 წელს დაბადებული ა.ს. დააკავეს.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ საქართველოს მასშტაბით 121 სკოლაში Wi-Fi ქსელების მოსაწყობად ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 4 023 000 ლარია.

კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ზუგდიდსა და ხობში ერთდროულად ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით, 2 პირი დააკავეს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტის რეკომენდაციის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ ამ ეტაპზე ქვეყანაში არსებული შეზღუდვები იანვრის ბოლომდე გაგრძელდება, ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი შემცირდება.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ბოლო 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით, სამართალდამცველებმა კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 611 ფაქტი გამოავლინეს.

ბოლო 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსზე 4769 ტესტი ჩატარდა, რის შედეგადაც ვირუსი დაუდასტურდა 538 ადამიანს. დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 2766 პაციენტი, ხოლო 41 – გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილეს, ვანო ზანდარაშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ზანდარაშვილს ბრალი ედება თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის, ზურაბ საჩიშვილის მკვლელობასა და…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]