weather cur horoscope tv
მაისი 06, 2024

საზოგადოება

კორონავირუსის პანდემიის გამო, 7 იანვარს, თბილისსა და რეგიონებში ტრადიციული საშობაო მსვლელობები არ გაიმართება. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს განცხადებით, სამღვდელოება მოსახლეობას მანქანებიდან კმევით, გალობით და ნაკურთხი წყლის სხურებით მიულოცავს შობას.

დუშეთში ქალის ცხედარი იპოვეს

სამშაბათი, 05 იანვარი 2021 16:44

დუშეთის მუნიციპალიტეტში, ბაზალეთის თემში, რადიოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, წყლით სავსე თხრილში 60 წლამდე ქალის ცხედარი იპოვეს. ის ერთ-ერთ ფერმაში მუშაობდა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოში დადასტურებული კორონავირუსის ახალი შტამის შესახებ ცნობილია, რომ უფრო სწრაფად ვრცელდება და ამიტომ მეტი სიფრთხილეა საჭირო.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას შეფასებით, შეზღუდვების და მობილობის შემცირების ფონზე კორონავირუსის გავრცელების მხრივ პოზიტიური მაჩვენებელი ფიქსირდება. როგორც გაბუნიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, შეზღუდვების დაწესებამდე კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა ორჯერ უფრო მაღალი…

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით, კორონავირუსზე 14 511 ტესტი ჩატარდა, რის შედეგადაც ვირუსით ინფიცირების 2316 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 382 პირი, ხოლო 18 გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, 500-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი მთელი ქვეყნის მასშტაბით, 24-საათიან რეჟიმში აქრობს ცეცხლს, რის შედეგადაც 105 აქტიური კერიდან 100-ის სრული ლიკვიდაცია მოხერხდა, ხოლო ხუთ კერაზე…

4 იანვრის 21:00 საათის მდგომარეობით, კახეთის რეგიონში კორონავირუსის 169 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირების ყველაზე მეტი, 39 შემთხვევა თელავში დადასტურდა, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტებში არსებული მონაცემები ასეთია: გურჯაანი - 37, საგარეჯო -…

საქართველოში კორონავირუსის ახალი, ე.წ. ბრიტანული შტამი დადასტურდა, რომელიც COVID-19-ის ცნობილ შტამზე 70%-ით უფრო გადამდებია. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ახალი შტამით ინფიცირებული 50 წელს გადაცილებული მამაკაცია.

სამეგრელოს რეგიონის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში მინდვრის ხანძრებია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ამ დრომდე 40-ზე მეტი შეტყობინება მიიღეს. ცეცხლი ძირითადად ბალახს და ეკალბარდს უკიდია.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკებთან სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხში თავისი ახალი სპეციალურ წარმომადგენელი დანიშნა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]