დადგენილება მარნეულის მერიისა და საკრებულოს თანამდებობის პირებისათვის სარგოების გაზრდის შესახებ საკრებულოს სხდომაზე 2018 წლის 18 იანვარს დამტკიცდა, მისი ამოქმედება კი 1 იანვრიდან განხორციელდა.
საკრებულოს დადგენილებით, მუნიციპალიტეტის მერის თემურ აბაზოვისა და საკრებულოს თავმჯდომარის ამირან გიორგაძის თანამდებობრივი სარგო, რომელიც 2650 ლარს შეადგენდა, 4100 ლარით განისაზღვრა.
თვეში 2250 ლარის ნაცვლად 3700 ლარს მიიღებს მარნეულის მერის პირველი მოადგილე, ხოლო მერის ორი მოადგილის ხელფასი 2100 ლარის ნაცვლად 3400 ლარი გახდა. 1680 ლარიდან 2300 ლარამდე გაიზარდა მერიაში არსებული 8 სამსახურის უფროსის ხელფასი.
2250 ლარიდან 3500 ლარამდე გაიზარდა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ყოველთვიური ანაზღაურება. საკრებულოს 5 კომისიისა და 4 ფრაქციის თავმჯდომარეების, ასევე საკრებულოს აპარატის უფროსის ანაზღაურება კი 1680 ლარის ნაცვლად 2300 ლარი იქნება.
საშტატო ნუსხის შესაბამისად, მარნეულის მერიაში 192, საკრებულოში კი 29 საჯარო მოსამსახურე მუშაობს. აქედან 19 პოლიტიკური თანამდებობის პირია.
მსგავს თემაზე:
გარდაბნის მერის და საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასი 1850 ლარით გაიზარდა
ბათუმის მერს და საკრებულოს თავმჯდომარეს პრემიერ-მინისტრზე მაღალი ხელფასი ექნებათ
აჭარის მუნიციპალიტეტებში მერების ხელფასები 2650 ლარიდან 3500 ლარამდე გაიზარდა
თეთრიწყაროს მერიასა და საკრებულოში თანამდებობის პირების ხელფასები გაიზარდა
ბოლნისში მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასები 3950 ლარამდე გაიზარდა
რუსთავის მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასი 4500 ლარი გახდა
ქუთაისში მერზე და საკრებულოს თავმჯდომარეზე მეტი ხელფასი მოადგილეებს დაუნიშნეს