weather cur horoscope tv
აპრილი 29, 2024

პოლიტიკა

პარტია „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე პარლამენტის თავმჯდომარის კახა კუჭავას გადადგომას გამოეხმაურა. მისი თქმით, გაუგებარია, რა ნიშნით ინიშნებიან თანამდებობებზე ან ის გამო თავისუფლდებიან „ქართული ოცნების“ წევრები. 

კახა კუჭავა პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომასთან ერთად დეპუტატის მანდატსაც ტოვებს. სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ, პარლამენტში მას „ქართული ოცნების” პროპორციული სიის წევრი გია ცაგარეიშვილი შეცვლის.

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, კახა კუჭავამ 8-თვიანი მუშაობის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. მმართველმა პარტიამ მის შემცვლელად შალვა პაპუაშვილი წარადგინა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა, სადაც საკრებულოს თავმჯდომარის არჩევის საკითხი უნდა განიხილონ, დღეს კიდევ ერთხელ გადაიდო და ის 12 იანვარს ჩაინიშნა. დღევანდელ სხდომაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ 22, პარტია „გახარია - საქართველოსთვის“…

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, „ქართული ოცნების“ წევრი ლევან მაკალათია არჩევიდან სამ კვირაში გადადგა. თავმჯდომარის თანამდებობის დატოვებასთან ერთად, მან საკრებულოს დეპუტატის მანდატზეც უარი თქვა.

„ქართული ოცნების“ წევრი და პარლამენტში თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარის არჩევას გამოეხმაურა. სუბარის შეფასებით, ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიისა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ალიანსი ოფიციალურად გაფორმდა. 

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ წევრი, შოთა წურწუმია აირჩიეს. საკრებულოს 27 წევრიდან მას მხარი 14-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა დაუჭირა. ერთი ხმა ბათილად იქნა ცნობილი.

ბათუმის საკრებულოს სხდომა კვორუმის არ არსებობის გამო ვერ შედგა და შესაბამისად, ვერც საკრებულოს თავმჯდომარე აირჩიეს. ოპოზიციის მიერ მოწვეულ სხდომას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „ლელოს“ და „გახარია - საქართველოსთვის“ წევრები ესწრებოდნენ. „ქართული…

საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაწყებული შიმშილობის აქციის შესახებ კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ოპოზიციის მიერ პროცესების პარლამენტში წარმართვა პოლიტიკური ბრძოლის თვალსაზრისით უფრო ეფექტური იქნებოდა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ რუსთაველის გამზირზე დღეს გამართულ აქციაზე განაცხადა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მასობრივ შიმშილობას დაიწყებენ.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]