weather cur horoscope tv
აპრილი 29, 2024

სპორტი

ACES Europe - ევროპის დედაქალაქებისა და ქალაქების სპორტის ფედერაციამ ბათუმს 2019 წლის ევროპის სპორტის ქალაქის სტატუსი მიანიჭა. ბათუმი პირველი ქალაქია საქართველოდან, რომელმაც აღნიშნულ ორგანიზაციაში განაცხადი გააკეთა.

ახლო წარსულში ცნობილი ჰოლანდიელი ფეხბურთის ვარსკვლავი კლარენს ზეედორფი კამერუნის ეროვნულ გუნდს გაწვრთნის. ზეედორფის სამწვრთნელო შტაბში მისი თანამემამულე, ასევე ცნობილი ექს-ფეხბურთელი პატრიკ კლუივერტიც იმუშავებს.

საქართველოს ნაკრების წევრმა ვაკო ყაზაიშვილმა ამერიკულ MLS-ის მატჩში დუბლი შეასრულა. ყაზაიშვილისა და გურამ კაშიას „სან ხოსე ერსქვეიკსმა“ სტუმრად 3:1 მოუგო „დალასს“, ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა კი მატჩის პირველი და ბოლო გოლები…

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრების წევრი ზურიკო ურთაშვილი (97 კგ) იტალიის დედაქალაქ რომში მიმდინარე ევროპის 2018 წლის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.

შერეულ ორთაბრძოლებში მსუბუქ წონით კატეგორიაში UFC-ის მოქმედი ჩემპიონი ხაბიბ ნურმაგომედოვი ოქტაგონ რინგზე 6 ოქტომბერს, UFC 229-ს ფარგლებში დაბრუნდება, მისი მეტოქე კი მსუბუქ და ნახევრადმსუბუქ წონით კატეგორიებში ტიტულის ყოფილი მფლობელი კონორ…

ჩილელი ნახევარმცველი არტურო ვიდალი მიუნხენის „ბაიერნიდან“ კატალონიის „ბარსელონაში“ გადავიდა. აღნიშნული ინფორმაცია ორივე მხარემ ოფიციალურად დაადასტურა.

ხელბურთში ევროპის ჭაბუკთა ჩემპიონატი თელავში აღარ ჩატარდება. ამ დრომდე არ არის დასრულებული იმ სპორტის სასახლის მშენებლობა, რომელშიც 10-დან 19 აგვისტოს ჩათვლით საერთაშორისო ტურნირის გამართვა იგეგმებოდა.  

არგენტინის საფეხბურთო ნაკრებს, მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან ხორხე სამპაოლის წასვლის შემდეგ, ახლო წარსულში ცნობილი ფეხბურთელები, ლიონელ სკალონი და პაბლო აიმარი ერთობლივად გაწვრთნიან. ამის შესახებ არგენტინის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტმა კლაუდიო ტაპიამ განაცხადა.

ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ორმა ქართულმა კლუბმა განმეორებითი მატჩები გამართეს. ქუთაისის „ტორპედომ“ სტუმრადაც იოლი გამარჯვება მოიპოვა და შემდეგ ეტაპზე გავიდა, საჩხერის „ჩიხურამ“ კი „მარიბორთან“ ნულოვანი ფრის შემდეგ სტუმრად წააგო…

ზაფხულის მორიგი გახმაურებული ტრანსფერის შემდეგ, რომლითაც გონსალო იგუაინი „იუვენტუსიდან“ იჯარის წესით „მილანში“ აღმოჩნდა, საპასუხოდ ლეონარდო ბონუჩი „მილანიდან“ „იუვენტუსში“ დაბრუნდა. ტურინში ჩასულ იტალიელ მცველს „იუვეს“ უკმაყოფილო ქომაგები სტვენით შეეგებნენ.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]