weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

სპორტი

იაპონელი სუმოისტი, სეკივაკეს წოდების მქონე მიტაკეუმი ქალაქ ნაგოიაში გამართული სუპერტურნირის გამარჯვებული გახდა. მიტაკეუმიმ დღეს ერთი მარცხის წილ მე-13 გამარჯვება გაიფორმა, მეტოქეთათვის მიუწვდომელი გახდა და „იმპერატორის თასი“ კარიერაში პირველად დაისაკუთრა.

ფოთში გამართული მე-13 საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალის გამარჯვებული და მთავარი პრიზის მფლობელი 14 წლის უზბეკი მოჭადრაკე ჯავოჰირ სინდაროვი გახდა. ფესტივალის გამარჯვებულ მოჭადრაკეს ფულადი ჯილდო 6000 ლარი გადაეცა.

საქართველოს ვაჟ წყალბურთელთა ნაკრებმა ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში მიმდინარე ევროპის 2018 წლის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე მე-3 მატჩი ჩაატარა და აშკარა ფავორიტად შერაცხულ იტალიასთან 3:14 დამარცხდა.

„პარი სენ-ჟერმენის“ ბრაზილიელმა ვარსკვლავმა ბოლო პერიოდში არსებული ჭორების საპასუხოდ განაცხადა, რომ არ აპირებს ამ ზაფხულს პარიზული კლუბის დატოვებას და მადრიდის „რეალში“ გადასვლას. ამის შესახებ „სელესაოს“ ლიდერმა სან პაულოში საქველმოქმედო აუქციონის…

ბრაზილიის ეროვნული გუნდის ძირითადი მეკარე ალისონ ბეკერი კარიერას „ლივერპულში“ გააგრძელებს. 25 წლის გოლკიპერმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და მერსისაიდულ კლუბთან გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმა.

პირველ შეხვედრაში საკუთარ მოედანზე ნათამაშები უგოლო ფრის შემდეგ საჩხერის „ჩიხურამ“ მცირე სენსაცია მოახდინა, სტუმრად იერუსალიმში „ტრამპ ბეითართან“ გამართული განმეორებითი მატჩი მოიგო და ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის შემდეგ წრეში გავიდა.

საქართველოს ნაკრების წევრი ჯამბულ (ჯაბა) ჯიღაური საფრანგეთის ლიგა 2-ში მოასპარეზე „გრენობლში“ ითამაშებს. 26 წლის ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა ახალ კლუბთან კონტრაქტი უკვე გააფორმა.

შეერთებულ შტატებში დაკავებულმა ქართველმა მოკრივემ, ავთანდილ ხურციძემ „ფეისბუქზე“ მორიგი პოსტი გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ საქართველოდან თანადგომას ვერ ხედავს. როგორც ავთანდილ ხურციძე აღნიშნავს, ის მხარდაჭერას რუსეთიდან უფრო გრძნობს და თუ ამერიკიდან…

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრაც წააგო. პირველი ტურისგან განსხვავებით, საქართველოს ამჯერად გამარჯვების ამბიციაც ჰქონდა და შესაძლებლობაც, მაგრამ გერმანიასთან დრამატულად, ერთქულიანი სხვაობით წააგო.

ქუთაისის „ტორპედო“ ჩემპიონთა ლიგის პირველივე საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოეთიშა ასპარეზობას. საქართველოს მოქმედი ჩემპიონი გუნდი საშინაო გამარჯვების (2:1) შემდეგ, სტუმრად ტირასპოლში „შერიფთან“ სამბურთიანი სხვაობით დამარცხდა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]