weather cur horoscope tv
აპრილი 29, 2024

მსოფლიო

პოპულარული ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ გასული კვირის საუკეთესო ფოტოების კრებულს აქვეყნებს, სადაც უმეტესად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებია ასახული.

უკრაინის საკანონმდებლო ორგანო - ვერხოვნა რადა ქერჩის სრუტესთან განვითარებული მოვლენების გამო ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გამოცხადების საკითხს განიხილავს. პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს განცხადებით, საომარი მდგომარეობის გამოცხადების მიზანი არა თავდასხმა, არამედ თავდაცვაა.

პარიზში „ყვითელი ჟილეტის“ სახელით ცნობილ დაჯგუფების წევრებსა და სამართალდამცავებს შორის შეტაკება მოხდა. პოლიციამ აქტივისტების გასანეიტრალებლად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციაში (OPCW) აშშ-ის ელჩმა, კენეთ უორდმა ირანი ქიმიური იარაღის საიდუმლოდ წარმოებაში დაადანაშაულა. როგორც მან ჰააგაში მდებარე ორგანიზაციის შტაბ-ბინაში გამართულ სხდომაზე აღნიშნა, ასეთი ქმედება საერთაშორისო შეთანხმებებს არღვევს.

ავსტრალიას მტვრის გიგანტური შტორმი დაატყდა თავს. სტიქიის გამო ქვეყნის უსმხვილესი ქალაქის, სიდნეის თავზე ცა სტაფილოსფრად განათდა.

ინტერპოლის პრეზიდენტი სამხრეთ კორეის წარმომადგენელი კიმ ჩენ იანი გახდა. იგი არაბთა გაერთიანებული საამიროების ქალაქ დუბაიში, ინტერპოლის გენერალური ასამბლეის 87-ე სესიაზე აირჩიეს პრეზიდენტად.

კალიფორნიის ისტორიაში ყველაზე მომაკვდინებელმა ხანძარმა 80-მდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და უდიდესი ზარალი მიაყენა შტატს. მეხანძრეები, მაშველები და ექიმები სტიქიასთან ბრძოლას თითქმის ასრულებენ განადგურებულ ქალაქ პერედაისში. ერთმა მედმუშაკმა ალინ პირსმა, რომელმაც…

რუსეთი მთვარეზე კოსმონავტებს 2030-იანი წლების დასაწყისში გაგზავნის, მომავალი ათწლეულიდან კი დედამიწის თანამგზავრზე რუსული ბაზის მშენებლობის დაწყებას გეგმავს. სააგენტო „ინტერფაქსის“ ინფორმაციით, ამ ვადების შესახებ საერთაშორისო კოსმოსური სადგურის მეოცე წლისთავთან დაკავშირებით გამართულ…

21 ნოემბერს, დუბაიში ინტერპოლის გენერალური ასამბლეის სხდომა გაიმართება, რომელზეც ორგანიზაციის ახალი პრეზიდენტი უნდა აირჩიონ. ბრიტანული გამოცემა „ტაიმსის“ ინფორმაციით, ამ თანამდებობას სავარაუდოდ, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანი, გენერალი ალექსანდრ პროკოპჩუკი დაიკავებს.

კალიფორნიის შტატში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 80-მდე გაიზარდა. შტატის პოლიციის ინფორმაციით, მასშტაბური სტიქიის გამო უგზო-უკვლოდ დაკარგულად 1000-მდე ადამიანი ითვლება.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]