weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ჩეჩნეთში უფლებადამცველი ოიუბ ტიტიევი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

18:54 ორშაბათი, 10 ივნისი 2019

შალინის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჩეჩენი უფლებადამცველი, არასამთავრობო ორგანიზაცია „მემორიალის“ ჩეჩნეთის ფილიალის ხელმძღვანელი ოიუბ ტიტიევი, რომელიც დიდი რაოდენობით მარიხუანის შენახვისთვისაა მსჯავრდებული, პატიმრობიდან გათავისუფლდა.

მოსამართლემ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა, ტიტიევის პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე. სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში ათ დღეში შევა.

ოიუბ ტიტიევი 2018 წლის 9 იანვარს, იმ დროს დააკავეს, როდესაც საკუთარი ავტომობილით სტომატოლოგთან მიდიოდა. სამართალდამცავებმა მას ბრალად წარუდგინეს დაახლოებით 200 გრამი ნარკოტიკული საშუალების - მარიხუანის შენახვა. ტიტიევი აცხადებდა, რომ მარიხუანის შეკვრა მანქანაში პოლიციამ ჩაუდო, შემდეგ კი დანაშაულის აღიარებას აიძულებდნენ.

15-თვიანი წინასწარი პატიმრობის შემდეგ, მიმდინარე წლის მარტში ტიტიევი დამნაშავედ იქნა ცნობილი და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

უფლებადამცველები საქმის პოლიტიკურ სარჩულზე მიუთითებდნენ. ოიუბ ტიტიევის გათავისუფლებას ითხოვდნენ ევროპარლამენტი და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი. იგი პოლიტიკურ პატიმრად ცნეს ისეთმა გავლენიანმა საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა, როგორებიცაა Amnesty International და Humans Rights Watch.

2018 წელს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ოიუბ ტიტიევს ვაცლავ ჰაველის სახელობის ადამიანის უფლებების პრემია მიანიჭა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]