weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სომხეთი აცხადებს, რომ აზერბაიჯანის უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს

15:21 შაბათი, 18 ივლისი 2020

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს-მდივნის, შუშან სტეპანიანის განცხადებით, სომხეთმა აზერბაიჯანის უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო, რომელიც სადაზვერვო ფრენას ასრულებდა.

„18 ივლისს, დაახლოებით 06:38 საათზე, სომხეთის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის დანაყოფებმა მოწინააღმდეგის უპილოტო საფრენი აპარატი „ORBITER-3“ ჩამოაგდეს, რომელიც სადაზვერვო ფრენას ახორციელებდა“, - წერს შუშანიანი სოციალურ ქსელში და ჩამოგდებული აპარატის ფოტოებს აქვეყნებს.

მისივე თქმით, გუშნელი საღამოდან დღეს დილამდე სომხეთ-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარზე ვითარება შედარებით მშვიდია.

ამათან, თავდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით თანახმად, საზღვრის რიგ მონაკვეთებზე აზერბაიჯანულიმა მხარემ გააგრძელა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება და მოვსესთან, ზანგაკატუნთან და ხნძორუტთან სომხეთის პოზიციების მიმართულებით სროლა. თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ საზღვარზე ვითარებას აკონტროლებენ.

აზერბაიჯანის თოუზის რაიონსა და სომხეთის ტავუშის ოლქს შორის მონაკვეთზე შეტაკებები 12 ივლისს დაიწყო. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა, აზერბაიჯანის პოზიციების დაკავების მიზნით, არტილერია გამოიყენეს, ხოლო სომხეთის მტკიცებით, მოწინააღმდეგე მხარემ „უაზის“ ავტომობილით, ტავუშის მიმართულებით სახელმწიფო საზღვრის დარღვევა სცადა, რასაც ცეცხლის გახსნით უპასუხა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა სომხეთი პროვოკაციის მოწყობაში დაადანაშაულა.

არსებული ინფორმაციით, შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად აზერბაიჯანის მხარეს 11 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, რომელთა შორის გენერალ-მაიორი და პოლკოვნიკიც იყვნენ, ხოლო სომხეთმა ოთხი სამხედრო მოსამსახურე დაკარგა.

ეს ამ რაიონში ყველაზე სერიოზული კონფლიქტია 2016 წლის აპრილის შემდეგ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]