weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

თბილისში აზერბაიჯანის საელჩოსთან აქცია გაიმართა

17:50 შაბათი, 18 ივლისი 2020
ფოტო © report.az ფოტო © report.az

თბილისში, აზერბაიჯანის საელჩოსთან შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერად შეიკრიბნენ. აზერბაიჯანის მოქალაქეებთან ერთად, აქციაზე მარნეულის, გარდაბნისა და ბოლნისის რაიონებში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე ეთნიკური აზერბაიჯანელებიც მივიდნენ.

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, აქციის მონაწილეებმა დაგმეს სომხეთის სამხედრო პროვოკაციები და თოუზის რაიონის მიმართულებით შეტევის განხორციელების მცდელობები.

აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა ელჩმა დურსუნ გასანოვმა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„საქართველო და აზერბაიჯანი ყოველთვის მხარს უჭერდნენ ერთმანეთს. საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს ყოველთვის გამორჩეული პატრიოტიზმის გრძნობა ჰქონდათ. დარწმუნებული ვარ, რომ ბევრ ჩვენს თანამემამულეს სურს აზერბიაჯანის არმიაში სამსახური“, - განაცხადა ელჩმა.

აზერბაიჯანის თოუზის რაიონსა და სომხეთის ტავუშის ოლქს შორის მონაკვეთზე შეტაკებები 12 ივლისს დაიწყო. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა, აზერბაიჯანის პოზიციების დაკავების მიზნით, არტილერია გამოიყენეს, ხოლო სომხეთის მტკიცებით, მოწინააღმდეგე მხარემ „უაზის“ ავტომობილით, ტავუშის მიმართულებით სახელმწიფო საზღვრის დარღვევა სცადა, რასაც ცეცხლის გახსნით უპასუხეს.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა სომხეთი პროვოკაციის მოწყობაში დაადანაშაულა.

არსებული ინფორმაციით, შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად აზერბაიჯანის მხარეს 11 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, რომელთა შორის გენერალ-მაიორი და პოლკოვნიკიც იყვნენ, ხოლო სომხეთმა ოთხი სამხედრო მოსამსახურე დაკარგა.

ეს ამ რაიონში ყველაზე სერიოზული კონფლიქტია 2016 წლის აპრილის შემდეგ.

 
Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]