weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

აფგან მუხთარლის აზერბაიჯანში 6 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

15:52 პარასკევი, 12 იანვარი 2018

ბელაქანის რაიონულმა სასამართლომ საქართველოდან გატაცებულ აზერბაიჯანელ ჟურნალისტსა და სამოქალაქო აქტივისტს, აფგან მუხთარლის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პროკურატურა 8 წლით პატიმრობას ითხოვდა.

აფგან მუხთარლი თბილისის ცენტრიდან 29 მაისს გაუჩინარდა, მომდევნო დღეს კი ბაქოში აღმოჩნდა. მუხთარლი ამბობს, რომ თბილისიდან საქართველოს კრიმინალური პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა ქართულად მოლაპარაკე პირებმა გაიტაცეს და შემდეგ აზერბაიჯანელებს გადასცეს, რომლებმაც მას ხელბორკილები დაადეს და სასტიკად ცემეს.

აზერბაიჯანის სამართალდამცავი ორგანოების ოფიციალური ინფორმაციით, მუხთარლი 29 მაისს, აზერბაიჯანის საზღვრის სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლებმა ბელაქანის რაიონის ტერიტორიაზე მას შემდეგ დააკავეს, რაც აზერბაიჯანის საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა. მუხთარლი ამტკიცებს, რომ ის თბილისიდან გაიტაცეს და საზღვარზე აზერბაიჯანელ სამართალდამცავებს გადასცეს.

აფგან მუხთარლის ბრალად დასდეს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა, დიდი ოდენობით უცხოური ვალუტის კონტრაბანდა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა.

საქმეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სისხლის სამართლის კოდექსის 143–ე მუხლის პირველი ნაწილით იძიებდა, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. აფგან მუხთარლის მეუღლემ და ადვოკატმა არაერთხელ მოითხოვეს, რომ საქმეზე გამოძიება პროკურატურას დაეწყო. აფგან მუხთარლის გაუჩინარებიდან თვენახევრის შემდეგ საქმე პროკურატურამ გადაიბარა.

მუხთარლიმ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა. სტრასბურგმა მის საქმეს პრიორიტეტი მიანიჭა და დაჩქარებულ რეჟიმში განიხილავს. თბილისიდან გაუჩინარებული ჟურნალისტი სტრასბურგში საქართველოს და აზერბაიჯანის წინააღმდეგ ჩივის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]