weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

გვიხარია, რომ პროცესი ნორმალიზებულია – ნათია თურნავა პანკისზე

13:33 პარასკევი, 03 მაისი 2019

„გვიხარია, რომ პროცესი არის ნორმალიზებული. ყველანი ვმუშაობთ ამ მიმართულებით“, – ასე უპასუხა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ პანკისის ხეობაში 21 აპრილს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას. ეკონომიკის მინისტრმა ამ თემაზე კომენტარი პირველად გააკეთა.

ნათია თურნავამ არ უპასუხა ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტის კითხვას, ჰესის სამშენებლო სამუშაოების განახლების მიზნით პანკისში შეყვანილ ერთ ტრაქტორს რატომ სჭირდებოდა 35 პოლიციელის დაცვა.

21 აპრილს, პანკისის ხეობის სოფელ ძიბახევში კომპანია „ალაზანი ენერჯიმ“ პოლიციის თანხლებით განაახლა „ხადორი 3 ჰესის“ მშენებლობა, რომელიც 2018 წლის ივნისიდან, მოსახლეობის პროტესტის შედეგად შეჩერებული იყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხეობაში სამართალდამცველები ეკონომიკის სამინისტროს მიმართვის საფუძველზე შეიყვანეს. ამასთან, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ამტკიცებს, რომ დილით ხეობაში მხოლოდ 35 პოლიციელი იყო, დამატებითი საპოლიციო ძალების მობილიზება კი მას შემდეგ მოხდა, რაც სამართალდამცველების მიმართ ადგილობრივებმა აგრესია გამოავლინეს.

21 აპრილს პანკისში მომხდარი შეტაკების შედეგად დაშავდა 55 ადამიანი, მათ შორის 38 პოლიციელი და 17 მოქალაქე. სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას და ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას გულისხმობს. ამ დროისთვის არავინ არის დაკავებული.

პანკისის ხეობაში 5.4 მგვტ სიმძლავრის „ხადორი 3“-ის მშნებლობა შეჩერებულია. გიორგი გახარია პანკისელებს დაპირდა, რომ ეს ჰესი მხოლოდ იმ შემთხვევაში აშენდება, თუ მოსახლეობის 90% იქნება მომხრე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]