მაისიდან ჩერნობილსა და პრიპიატში ვიზიტორთა რაოდენობა 30%-ითაა გაზრდილი. ახალი გათვლით, წინა წელთან შედარებით უახლოეს სამ თვეში რადიაქტიულ ზონას 40%-ით მეტი ადამიანი ეწვევა.
ტურისტებს დაღუპულთა მემორიალების, მიტოვებული ლოკაციებისა და მეოთხე რეაქტორის მონახულების საშულება აქვთ. ასევე ადგილზე მუშაობს რამდენიმე კვების ობიექტი. ტურის საშუალო ღირებულება $100-ს შეადგენს.
კატასტროფის ადგილზე ჩასული ვიზიტორები სოციალურ ქსელებში ფოტოებს, ძირითადად სელფებს ავრცელებენ, რასაც სერიალ „ჩერნობილის“ სცენარის ავტორი კრეიგ მაზინი გამოეხმაურა.
„საოცარია, რომ სერიალმა კატასტროფის ზონაში ტურიზმის ახალი ტალღის წარმოქმნას შეუწყო ხელი, მაგრამ მე ვნახე ფოტოები იმ ადგილიდან, ამიტომაც თუკი ესტუმრებით, გთხოვთ, გახსოვდეთ, რომ იქ საშინელი ტრაგედია მოხდა. მოიქეცით პატივისცემით ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომელმაც იქ ტკივილი განიცადა და თავი გაწირა“ - წერს მაზინი „ტვიტერზე“.
შეგახსენებთ, რომ ბრიტანულ-ამერიკული ხუთი ეპიზოდისგან შემდგარი მინი-სერიალი უკვე გახდა ყველა დროის ყველაზე მაღალრეიტინგული სერიალი.
ამ თემაზე: