გავრცელებული ინფორმაციით, რუსული სერიალის სიუჟეტი ჩერნობილის კატასტროფამდე რამდენიმე საათით ადრე იწყება და დეტალურად მოყვება როგორც აფეთქების შემდგომ, ასევე გამოძიების პერიოდის ისტორიას. მთვარი პერსონაჟები ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს თანამშრომელი და KGB-ს აგენტი იქნებიან, რომელიც შეეცდება, მომხდარ ტრაგედიაში უცხოური, უფრო ზუსტად კი ამერიკული კვალი იპოვოს.
შეგახსენებთ, რომ საყოველთაო მოსაზრებით უაღრესად დადებითად შეფასებული სერიალი „ჩერნობილი“, რომელიც ამერიკულ-ბრიტანული პროექტია, რუსეთში მინიმალური ისტორიული უზუსტობების გამო დაიწუნეს.