weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„დაისვენე საქართველოში“ – პუტინის საპასუხოდ სოციალური კამპანია დაიწყო

15:42 შაბათი, 22 ივნისი 2019

მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოს მიმართულებით ავიარეისების შესრულება აუკრძალა, სოციალურ ქსელში კამპანია „დაისვენე საქართველოში“ (#დაისვენესაქართველოში) დაიწყო. საქართველოს მოქალაქეები ერთმანეთს მოუწოდებენ, ამ ზაფხულს სამშობლოში დაისვენონ და ამით ტურიზმის სექტორს დაეხმარონ.

 კამპანიას ცნობილი ქართველი საოპერო მომღერალი ანიტა რაჭველიშვილიც უერთდება.

 

20 ივნისიდან საქართველოში დაწყებული საპროტესტო ტალღის ფონზე, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას ქვეყნისა და მისი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფის კონკრეტული ზომების თაობაზე. შედეგად, რუსულ ავიაკომპანიებს 8 ივლისიდან ეკრძალებათ სამოქალაქო და კომერციული ფრენები რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით.

გარდა ამისა, ტუროპერატორებს მიეცათ რეკომენდაცია, დროებით შეწყვიტონ საქართველოში ტურების გაყიდვა, მთავრობას კი დაევალა, მიიღოს ზომები საქართველოს ტერიტორიაზე დროებით მყოფი რუსეთის მოქალაქეების, ასევე მათი ბარგის, სამშობლოში დასაბრუნებლად.

როგორც პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, საქართველოში ვითარების ნორმალიზაცია იქნება პირობა, რომლის არსებობის შემთხვევაში რუსულ ავიაკომპანიებს კვლავ შეეძლებათ საქართველოში ფრენა.

თბილისში მრავალათასიანი საპროტესტო აქციები მოჰყვა საქართველოში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესიის ფარგლებში, რუსეთის დუმის დეპუტატების ჩამოსვლას. ერთ-ერთმა მათგანმა სერგეი გავრილოვმა, რომელიც ასამბლეის პრეზიდენტია, სესიის დროს საქართველოს პარლამენტში თავმჯდომარის ადგილი დაიკავა და იქიდან მიმართა ქართველ და უცხოელ დეპუტატებს. „ქართულმა ოცნებამ“ განმარტა, რომ გავრილოვის გამოჩენა პარლამენტის თავმჯდომარის ტრიბუნაზე შეუთანხმებელი იყო. მათივე განცხადებით, ამის შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება, რუსული დელეგაციის მიერ საქართველოს დატოვების თაობაზე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]