weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

რუსი ტურისტების შემცირების გავლენა ეკონომიკაზე 300 მლნ დოლარამდე იქნება - ეროვნული ბანკი

16:03 ხუთშაბათი, 27 ივნისი 2019

საქართველოს ეროვნული ბანკის პირველადი გათვლებით, რუსეთიდან ტურისტული ნაკადების შემცირება საქართველოს ეკონომიკაზე გავლენას იქონიებს, რაც დაახლოებით 200-300 მილიონ აშშ დოლარამდე იქნება.

პუტინის ტურისტული ემბარგოს შესაძლო შედეგებზე საუბარია ეროვნული ბანკის მიერ დღეს გამოქვეყნებულ განცხადებაში:

„ამ ეტაპზე რთულია ზუსტი პროგნოზის გაკეთება, თუმცა პირველადი გათვლებით, რუსეთიდან ტურისტული ნაკადების შემცირებას წლის დარჩენილ პერიოდში საქართველოს ეკონომიკაზე გავლენა დაახლოებით 200-300 მლნ აშშ დოლარამდე იქნება.

ეს საგარეო შოკი აისახება საგადამხდელო ბალანსზე და, შესაბამისად, კურსზეც. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ პირველი კვარტალის მიმდინარე ანგარიშის დღეს გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, მიმდინარე ანგარიში 2018 წლის პირველ კვარტალთან შედარებით დაახლოებით ორჯერ (207 მლნ აშშ დოლარით) გაუმჯობესდა. ეს ნიშნავს, რომ, სხვა თანაბარ პირობებში, მათ შორის რუსეთის ფაქტორის გათვალისწინებითაც, წლის განმავლობაში საგარეო ბალანსი პროგნოზირებულზე მცირედით, მაგრამ მაინც გაუმჯობესდება.

საქართველოს საგარეო შოკებით გამოწვეულ კრიზისთან გამკლავების წარმატებული გამოცდილება აქვს. 2014-15 წლებში ნავთობის ფასების ვარდნის შედეგად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებიდან მოთხოვნისა და გზავნილების შემცირებამ, უკრაინაში საომარმა ვითარებამ, რუსეთისთვის საერთაშორისო ეკონომიკური სანქციების დაწესებამ და აშშ დოლარის გლობალურმა გამყარებამ სავალუტო შემოდინებები დაახლოებით 1.2 მლრდ აშშ დოლარით შეამცირა“.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, თბილისში დაწყებული საპროტესტო გამოსვლების ფონზე, საქართველოსთან პირდაპირი ავიარეისების გაუქმების ბრძანება გამოსცა. რუსულ ავიაკომპანიებს რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით ფრენა 8 ივლისიდან ეკრძალებათ. კრემლში განმარტავენ, რომ ამ გადაწყვეტილების მიზანი რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვაა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]