weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

ტყიბულის შახტებში ქვანახშირის მოპოვება ნოემბერში აღდგება – ნათია თურნავა

23:06 ხუთშაბათი, 26 სექტემბერი 2019

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ტყიბულელ მეშახტეებთან შეთანხმება მიღწეულია და გაფიცვა შეწყდა. როგორც მინისტრმა თქვა, კომპანია მზად არის, რომ ხელფასები ორშაბათს გასცეს, გარდა ამისა, კომპანიამ ვალდებულება აიღო, გაისტუმროს გარკვეული სოციალური გადასახადები, მათ შორის დაზარალებული ოჯახებისთვის.

„ჩვენ მივაღწიეთ ძალიან დადებით შედეგს. პირველ რიგში, დავიწყებ იმით, რომ მეშახტეების გაფიცვა შეწყდა.

პრაქტიკულად, დღეიდან, ინვესტორი კომპანია, რომელიც ტყიბულში შემოდის, საქმიანობას განაახლებს, მეშახტეებთან ერთად დაიწყებს შახტაში ჩასვლას და არსებული ვითარების შესწავლას“, – განაცხადა მინისტრმა.

ნათია თურნავას ინფორმაციით, ნოემბრის დასაწყისში ქვანახშირის მოპოვება აღდგება.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაჟღერდა გეგმა - პრაქტიკულად, ერთ თვეში, ნოემბრის დასაწყისში აღდგეს ქვანახშირის მოპოვება და ეს არის ძალიან დამაიმედებელი, რადგან ერთ წელზე მეტია, შახტა გაჩერებულია. უახლოესი 2 წლის განმავლობაში მოხდება შახტების, მოპოვების გაფართოება, გადაიარაღება და ახალ ნიშნულებზე ასვლა“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

ტყიბულში დაახლოებით 30 მეშახტე რამდენიმე დღე პროტესტის ნიშნად მინდელისა და ძიძიგურის სახელობის შახტებში იყო ჩასული და უარს ამბობდა ამოსვლაზე. ისინი ითხოვდნენ კუთვნილი ხელფასის მიღებას, ასევე განმარტებას, როდის განახლდება ნახშირმოპოვების პროცესი.

2018 წლის 16 ივლისის შემდეგ, როდესაც მინდელის სახელობის შახტში ოთხი ადამიანი დაიღუპა, ნახშირმოპოვების პროცესი პრემიერ-მინისტრის ბრძანებით შეჩერდა. როგორ მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა, ომ შახტებში მუშაობა არ განახლდება მანამ, ვიდრე არ დასრულდება როგორც სისხლის სამართლებრივი გამოძიება, ისე მაღალკვალიფიციური საერთაშორისო საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა. მამუკა ბახტაძემ ასევე თქვა, რომ იმ პერიოდში, როდესაც შახტები დახურული იქნებოდა, დასაქმებულები სახელფასო ანაზღაურებას ჩვეულებრივად მიიღებდნენ.

ტყიბულის შახტებში ნახშირის მოპოვებას კომპანია „საქნახშირი“ აწარმოებს, რომელიც საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის (GIG) შვილობილი კომპანიაა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]