ტყიბულში ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტორთა ჯგუფი გაემგზავრა.
შს სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
მინდელის სახელობის შახტაში ბოლო სამი თვის განმავლობაში 10 ადამიანი დაიღუპა. 5 აპრილს, შახტაში მომხდარი შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი გარდაიცვალა, 3 კი დაშავდა.
ამავე შახტაში 2017 წლის მაისში სიმაღლიდან ვარდნის შედეგად ოთხი მუშა დაიღუპა. ოქტომბერში, შახტაში კიდევ ერთი მუშა გარდაიცვალა. ის მიწისქვეშა სამუშაოებს ასრულებდა, როდესაც სამთო მასა ჩამოიშალა და ქვეშ მოიყოლა.