weather cur horoscope tv
ნოემბერი 21, 2024

„ენგურჰესი“, როგორც არ უნდა ვარემონტოთ, საკმარისი აღარ არის – თურნავა

19:03 ორშაბათი, 08 თებერვალი 2021

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ საქართველოში ახალი ჰიდროელექტროსადგურები უნდა აშენდეს, რადგან „ენგურჰესის“ მიერ გამომუშავებული ენერგია აღარ არის საკმარისი.

„ენგურჰესი“ ჩვენი ეროვნული სიმდიდრეა. ეს არის უდიდესი სადგური, რომელიც გვაწვდის ძალიან დიდ წილ მწვანე ელექტროენერგიას, მაგრამ აშენებულია ნახევარი საუკუნის წინ და რა თქმა უნდა, პერიოდულად სჭირდება საკმაოდ მასშტაბური, კაპიტალური რემონტი. ეს ერთი სადგური როგორც არ უნდა ვარემონტოთ, აღარ არის საკმარისი და ყველაფერს აქვს თავისი დრო და ვადა.

აქედან გამომდინარე, ახალი ჰიდროსადგურები უნდა აშენდეს, მსხვილი და მცირე სადგურებიც უნდა აშენდეს მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით და სერიოზულ კვლევებზე დაყრდნობით“, – განაცხადა თურნავამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

მინისტრის თქმით, ჰესების მშენებლობა ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის და სამუშაო ადგილების შექმნის საშუალებაა, რის მაგალითად მან ნამოხვანის ჰესების კასკადის პროექტი მოიყვანა.

„ეს არის გზა, რომ ჩვენს მიერ ელექტროენერგიაში გადახდილი საფასური დარჩეს ქვეყანაში და აქაურ ბიზნესს მოხმარდეს. გინდაც უცხოური ინვესტიციით იყოს შექმნილი ეს ბიზნესი, ჩვენი ბიზნესია და ჩვენს მოსახლეობას ასაქმებს. მაგალითად, „ნამახვანჰესი“ ასაქმებს 1600-მდე ადამიანს და მომავალში 2000-მდე ადამიანს. ჩვენ როცა ელექტროენერგიის საფასურს გადავიხდით, გადავუხდით საკუთარ დასაქმებულს“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

რიონის ხეობის მოსახლეობის ნაწილი ნამოხვანის ჰესების კასკადის პროექტის განხორციელებას ეწინააღმდეგება და ითხოვს, რომ ინვესტორმა კომპანიამ ხეობა დატოვოს. ადგილობრივები ასევე ითხოვენ მთავრობის იმ განკარგულების გაუქმებას, რომლითაც ინვესტორ კომპანიას - შპს „ენკა რინიუებლზს“ ხეობის მიწები გადაეცა.

 

ამ თემაზე:

როგორ იმუშავებს „ენგურჰესი“ 45 მილიონიანი სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ?

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]