weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ვაგრძელებთ ქვეშეთი-კობის მსოფლიოში უნიკალური პროექტის განვითარებას – ქარსელაძე

11:13 შაბათი, 20 თებერვალი 2021

საქართველოს პარლამენტში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ წარდგენილი მთავრობის წევრებს უსმენენ. დეპუტატების წინაშე უკვე გამოვიდა ირკალი ქარსელაძე, რომელიც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატია.

ქარსელაძემ ისაუბრა 2021 წელს განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მათ შორის, ქვეშეთი-კობის გზის მონაკვეთზე, რომლის მშენებლობა ხადის ხეობაშია დაგეგმილი.

„2021 წელს ვაგრძელებთ ისტორიული პროექტის განვითარებას. ქვეშეთი-კობი მაქვს მხედველობაში. პროექტი, რომელიც თავისი პარამეტრებით – უწყვეტი, 9-კილომეტრიანი საავტომობილო გვირაბი 15-მეტრიანი დიამეტრის კლდოვან გრუნტებში – ნამდვილად მსოფლიოში უნიკალურია.

ის საბურღი მანქანა, რომელიც სპეციალურად ამ პროექტისთვის დამზადდა, ვადაზე ადრე უკვე საქართველოშია, რაც ძალიან გვახარებს და გვაძლევს იმის სრულ საფუძველს, რომ პროექტი დადგენილი გეგმით განხორციელდეს. თუმცა, როდესაც ვადებზე, გეგმებზე ვსაუბრობთ, პანდემიის გავლენა ნათელია. კონტრაქტუალურად ამ კუთხით გეგმის მიხედვით ვვითარდებით, თუმცა არსებობს ბევრი სხვა გარემოება“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

ირაკლი ქარსელაძე 2018 წლიდან რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის პირველი მოადგილე იყო. ის ამავე დროს საავტომობილო გზების დეპარატამენტის თავმჯდომარეა.

 

ამ თემაზე:

ხადას ხეობა საფრთხეში მყოფი მემკვიდრეობაა – ICOMOS-ის ანგარიში

„ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობა ხადას მემკვიდრეობას განადგურების საფრთხეს უქმნის“

არასამთავრობო ორგანიზაციებმა ქვეშეთი-კობის მაგისტრალის საფრთხეებზე პრემიერს მიმართეს

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]