weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

ნამახვანჰესის კაშხლის მშენებლობის სამუშაოები 9-დან 12 თვემდე შეჩერდება – პრემიერი

15:40 ორშაბათი, 29 მარტი 2021
EMC-ის ფოტო EMC-ის ფოტო

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ნამხვანჰესის მშენებელ კომპანიასთან, შპს „ენკა რინიუებლზთან“ მთავრობამ შეთანხმებას მიაღწია და კაშხლის მშენებლობის სამუშაოები 9-დან 12 თვემდე შეჩერდება.

„კომპანიასთან მივაღწიეთ შეთანხმებას რამდენიმე პუნქტზე, მათ შორის მინდა გამოვყო პირველი - უშუალოდ კაშხლის მშენებლობის სამუშაოები შეჩერდება 9-დან 12 თვემდე. ამაზე კომპანია დავითანხმეთ.

კიდევ ერთხელ ყველაფერი გადამოწმდება კარგად, მათ შორის, ჩვენი და უცხოელი ექსპერტების, სპეციალისტების მოწვევით; ასევე, შემოწმდება კიდევ ერთხელ გარემოზე ზემოქმედების ექფექტი, რამდენად დამაზიანებელია თუ არ არის დმაზიანებელი; ასევე, რიონის ხეობის განვითარებისთვის შეიქმნება ამ ეტაპზე 5-მილიონიანი ფონდი. 30 მილიონი კომპანიას კომპენსაციებში უკვე გადახდილი აქვს, ამას გარდა 840 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს ნამახვანჰესში. დღეს დამისახელეთ კომპანია, რომელიც კოვიდის პანდემიის, კრიზისის დროს ამხელა ინვესტიციას შემოიტანს ქვეყანაში. ჩვენ ამას ვეწინააღმდეგებით ჩვენივე ნებით“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, ნამახვანჰესის კაშხლის სიმაღლე „სულ რაღაც 100 მეტრს“ შეადგენს.

„შედარებისთვის მინდა ვთქვა, რომ შვეიცარია მაგალითის მომცემია ყველა მიმართულებით - შვეიცარიაში დაახლოებით 600 დიდი დ ასაშუალო ჰესია. ამათგან 350 არის ისეთი ჰესი, რომელსაც წყალსაცავები აქვს და კაშხლები არის აგებული. შვეიცარიაში 25 ჰესის კაშხლის სიმაღლე შეადგენს 200 მეტრზე მეტს. ენგურჰესის კაშხლის სიმაღლე დაახლოებით 270 მეტრია, ნამახვანჰესის კაშხლის სიმაღლე შეადგენს სულ რაღაც 100 მეტრს“, – თქვა ღარიბაშვილმა.

რიონის ხეობაში ნამახვანჰესის მშენებლობა მოსახლეობის საპროტესტო აქციების გამო რამდენჯერმე შეჩერდა, საბოლოოდ კი 28 თებერვალს, ქუთაისში გამართული ხალხმრავალი საპროტესტო აქციის შემდეგ. ნამახვანჰესის წინააღმდეგ კიდევ უფრო მეტი ადამიანი შეიკრიბა 14 მარტს გამართულ აქციაზე. მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ითხოვს, უარი ითქვას ნამახვანჰესის მშენებლობაზე, კომპანიისთვის გადაცემული მიწები დაუბრუნდეს სახელმწიფოს და გადადგეს ეკონომიკის მინისტრი ნათელა თურნავა. საპროტესტო მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა არ გაითვალისწინებს ათი ათასობით ადამიანის მოთხოვნას, საპროტესტო აქცია თბილისში გაიმართება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]