weather cur horoscope tv
ნოემბერი 21, 2024

ქუთაისში ნამახვანჰესის წინააღმდეგ აქციაში 22 ათასამდე ადამიანი მონაწილეობს

15:40 კვირა, 14 მარტი 2021
TV პირველის ფოტო TV პირველის ფოტო

ნამახვანჰესის წინააღმდეგ ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე გამართულ საპროტესტო აქციაში დაახლოებით 22 ათასი ადამიანი მონაწილეობს.

"რეგინფომ" აქციის მონაწილეთა სავარაუდო რაოდენობა შეკრებილი ხალხის ონლაინმზომი ვებგვერდის მეშვეობით დაითვალა.

აქციის ცენტრალურ ადგილას სიმჭიდროვე დაახლოებით 3 ან 4 ადამიანია ერთ კვადრატულ მეტრზე, ხოლო პერიფერიულ ტერიტორიებზე, სიმჭიდროვე დაახლოებით 1 ან 1.5 ადამიანია. ყველაზე ნეიტრალური გაანგარიშებით აქციის მონაწილეთა რაოდენობა დაახლოებით 22 ათასი გამოდის.

მოძრაობა "რიონის ხეობის გადარჩენისთვის" ითხოვს უარი ითქვას ნამახვანჰესის მშენებლობაზე, კომპანია "ენკამ" დატოვოს რიონის ხეობა, მთავრობის მიერ ერთი წლის წინ თურქული კომპანიისთვის გადაცემული მიწები დაუბრუნდეს სახელმწიფოს. ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეების მოთხოვნებს დღეს კიდევ ერთი დაემატა - გადადგეს ეკონომიკის მინისტრი ნათელა თურნავა.

„მოვუწოდებთ ბატონ პრემიერს, თუ ისინი არ გაითვალისწინებენ ათასობით, ათი ათასობით ადამიანის პოზიციას, რეგიონებში შეიქმნება საინიციატივო ჯგუფები და ჩვენ აუცილებლად დავიძვრებით თბილისისკენ, გაცილებით უფრო მეტი ვიქნებით.

თუ ჩვენი მოთხოვნები არ შესრულდება, შემდეგი აქცია ჩატარდება პარლამენტთან და რა სურათსაც ისინი მიიღებენ თბილისში, არ იქნება ის სურათი, რაც არის დღეს“, – განაცხადა ნამახვანჰესის წინააღმდეგ ქუთაისში მიმდინარე მრავალათასიან აქციაზე მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ლიდერმა, ვარლამ გოლეთიანმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]