weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ივანე მაჭავარიანი „აიდიეს ბორჯომი საქართველოს“ დირექტორად დაინიშნა

16:52 ხუთშაბათი, 10 ივნისი 2021

ყოფილი ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი მინერალური წყალი ბორჯომის ჩამომსხმელი კომპანიის აიდიეს ბორჯომი საქართველოსდირექტორად დაინიშნა. კომპანიამ ცვლილების რეგისტრაციის თაობაზე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დღეს მიმართა.

ივანე მაჭავარიანი ფინანსთა მინისტრის თანამდებობას 2018 წლის ივლისიდან იკავებდა და 2021 წლის 31 მარტს გადადგა. 2013-2018 წლებში ის შპს „ჯეოსელის“ კომერციული დირექტორი იყო.

მიმდინარე წლის 18 მაისიდან 26 მაისამდე „ბორჯომის“ ჩამომსხმელი ქარხნების 350-მდე თანამშრომელი გაფიცული იყო. ისინი ძირითადად ხელფასები მომატებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვდნენ. კომპანია „აიდიეს ბორჯომი საქართველოსთან“ მილაპარაკების პროცესში საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება იყო ჩართული. როგორც გაერთიანების ხელმძღვანელმა ირაკლი პეტრიაშვილმა თქვა, კომპანიის ახალმა დირექტორმა, მერაბ ახმეტელმა მუშა-მოსამსახურეთა პრობლემებთან მიმართებაში კონსტრუქციული დამოკიდებულება გამოიჩინა, რის შედეგადაც კონფლიქტი აღმოიფხვრა.

როგორც პროფკავშირებმა განაცხადეს, დამსაქმებელმა თამშრომელთა ხელფასების ზრდის და ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების ვალდებულება აიღო. ბორჯომის ჩამომსხმელმა ქარხნებმა მუშაობა 27 მაისიდან გააგრძელეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]