weather cur horoscope tv
ნოემბერი 05, 2024

მსოფლიო ბაზარზე არსებული რეალობიდან გამონაკლისი ვერ ვიქნებით – მინისტრი პურის ფასზე

19:06 ორშაბათი, 18 აპრილი 2022

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ პურის ფასის მოსალოდნელ ზრდასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ საქართველოს მსოფლიოში მიმდინარე პროცესებიდან გამონაკლისი ვერ იქნება.

„გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) კვლევებით, მარტის თვეში, მსოფლიოში, დაახლოებით, 13%-ზე მეტით არის სურსათის ფასები გაზრდილი. შესაბამისად, იმ პროდუქტებთან მიმართებაში, სადაც ჩვენ მნიშვნელოვანწილად იმპორტზე ვართ დამოკიდებული და თქვენთვის კარგად არის ცნობილი, რომ ჩვენ ხორბლის და ფქვილის უდიდესი ნაწილის იმპორტს ვახორციელებთ, რა თქმა უნდა, მსოფლიო ბაზარზე არსებული რეალობიდან მოწყვეტილი ვერ ვიქნებით, ვერ ვიქნებით გამონაკლისი“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

მისივე თქმით, მთავრობის მიზანია, რომ „მაქსიმალურად შეუწყოს ხელი“ ქვეყანაში ხორბლის წარმოების ზრდას.

„სტატისტიკის წინასწარი მონაცემებით, 2020 წელთან შედარებით, გაზრდილია ხორბლის წარმოება, დაახლოებით 35-36%-ით, რაც მნიშვნელოვანია, მაგრამ, ვფიქრობ, ჩვენ მეტის საშუალება გვაქვს.

კონკრეტულ მექანიზმებს შევიმუშავებთ, რათა ხელი შევუწყოთ ქვეყანაში ხორბლის წარმოების ზრდას და მომავალი წლების განმავლობაში, მივაღწიოთ იმ მაჩვენებელს, რომ ჩვენ თვითუზრუნველყოფის დაახლოებით 50% მაინც დავაკმაყოფილოთ“, – განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

„პურის მრეწველთა კავშირი“ მაისიდან პურის ფასის დაახლოებით 20 თეთრამდე გაძვირებას ვარაუდობს იმ შემთხვევაში, თუ რუსეთიდან კვლავ გაძვირებული ფქვილი შემოვა. როგორც კავშირის თავმჯდომარემ მალხაზ დოლიძემ განაცხადა, თუ 20 მარტამდე 50-კილოგრამიანი ტომარა 65-დან 70 ლარამდე ღირდა, ახლა 75 ლარი ღირს.

საქართველოსთვის ხორბლისა და ფქვილის მთავარი მომწოდებელი რუსეთია. გასულ წელს ჩრდილოელი მეზობლისგან ქვეყანაში 337 ათასი ტონა ხორბალი შემოვიდა, რაშიც 87 მილიონი დოლარი გადავიხადეთ. ეს მთლიანი იმპორტის 92%-ია.

 

ამ თემაზე:

UN: უკრაინაში ომი მსოფლიოს მოსახლეობის მეხუთედს სიღარიბისა და შიმშილის რისკებს უქმნის

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]